ტეგები

, , , , , , , , , , , , , , , ,

მოკლედ, დაახლოებით ერთ საათში ვწვები. მანამდე მოგიყვებით ერთ გადაცემაზე, რომელსაც უკვე დიდი ხანია ვუყურებ. თუ თქვენ გიყვართ ფილმები, ბლოგები და გადაცემები მოდასთან დაკავშირებით, Снимите это немедленно სათქვენოა.

Image
გადაცემის მთავარი აზრია მოუწესრიგებელი, უგემოვნოდ ჩაცმული და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ქალებისთვის თვითრწმენის დაბრუნება, გარეგნობის შესაბამისი სტილის შერჩევა + ვარცხნილობა, მაკიაჟი, აქსესუარები… ოღონდ არ გეგონოთ რომ ხალხს”ყოფილი ცოლების კლუბის” მსგავსად აგოიმებენ. სიმართლე გითხრათ შერჩეული სტილი ხშირ შემთხვევაში არ მომწონს, მაგრამ ვხვდები რომ ის ნაკლის დაფარვას და ღირსებების წარმოჩენას ემსახურება. წამყვანები კიდე კაი ტიპები არიან, დახვეწილი შუა ხნის ქალები, ნი ტო შტო ზოგი ქართველი წამყვანი… კუსუნა რიჟა ტაშა და უსასრულოდ მაღალი ნატაშა.

Image
გადაცემის დასაწყისში გვაცნობენ გმირს. ოჯახის წევრი ან მეგობარი, რომელსაც გული შესტკივა “რა გოგო ფუჭდებაო” და წამყვანებს სთხოვს დახმარებას, რომლებიც მოულოდნელად თავს წაადგებიან გმირს, რომელმაც არ იცის, რას უმზადებენ. თავიდან ყველა უარზეა და შეურაცხყოფილი რჩება, რომ ჩაცმის სტილი დაუწუნეს, მაგრამ როცა 100 000 რუბლის (დაახლოებით 3400 დოლარი) ღირებულების ჩეკს მოჰკრავენ თვალს, მომენტალურად თანხმდებიან >:)
ამ ლინკზე შეგიძლიათ გადაცემის ყველა სეზონი ნახოთ, თუმცა მე გირჩევთ მესამე სეზონით დაიწყოთ…  http://serialsonline.net/serials/Snimite_eto_nemedlenno-online.html

P.S. მომდევნო პოსტში მოგიყვებით კიდევ ერთ, მოდაზე და სტილზე ორიენტირებულ გადაცემაზე

Advertisements