ტეგები

, , , , , , , , ,

 

როცა დრო თავზე საყრელად მაქვს და აღარ ვიცი რაში გავფლანგო, თავს Plain Jane-ით ვიქცევ… ადრე დავწერე ერთ-ერთ რუსულ გადაცემაზე, რომლის ორ სეზონს სულმოუთქმელად, ორ დღე-ღამეში ვუყურე…ცოტა დააკლდა და სახლიდანაც გამაგდებდნენ.
Plain Jane-ს რაც შეეხება, ადრე ნახსენები რუსული გადაცემის  მსგავსად გმირის ტრანსფორმაციაზეა ორიენტირებული, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ გადაცემის  გმირები მხოლოდ ახალგაზრდა გოგონები არიან (რუსულში კიდე ზოგი ისეთი გადაღძუებული გამოერეოდა, ყურების სურვილიც მეკარგებოდა). Plain Jane-ის გმირები მოუვლელი, მუდამ ჩრდილში მყოფი გოგონები არიან. თითოეულ მათგანს ყავს ეგრეთ წოდებული crush, ანუ ჩუმად, თავისთვის არის შეყვარებული რომელიმე ადგილობრივ კუნთიან ხიხოზე (მე პირადად არცერთი crush არ მომეწონა :\).

კარგი ხარ, გოგო, ლუიზა

კარგი ხარ, გოგო, ლუიზა

აქ ლამაზია <3 არადა ზოგჯერ ისეთები აცვია, სიცოცხლის ხალისი წაგერთმევა

აქ ლამაზია ❤ არადა ზოგჯერ ისეთები აცვია, სიცოცხლის ხალისი წაგერთმევა

გადაცემის წამყვანი, ლუიზ  რო Louise Roe (რომელსაც სასტიკად გამაღიზიანებელი ბრიტანული აქცენტი აქვს) ტელეფონით უთანხმდება ბიჭს blind date-ზე (ბოდიშს ვიხდი ამდენი უცხო სიტყვისთვის, მაგრამ მგონი ინგლისურად უფრო გასაგებია, ვიდრე გადმოქართულებული), რომელიც ითარგმნება, როგორც ბრმა პაემანი და მთელი ფილოსოფია იმაშია, რომ ბიჭმა არ იცის ვის შეხვდება ერთი კვირის შემდეგ, ანუ ვინ არის მასზე საიდულოდ შეყვარებული :რამანწიკა: ჰოდა ამ ერთი კვირის მანძილზე საინტერესო რამეები ხდება, ხშირ შემთხვევაში ტრანსფორმაცია შოკისმომგვრელია და რომანტიულ ვახშამზე მისულ ბიჭს, რომელიც მანამდე იმ გოგოს ვერ ამჩნევდა, მეორე პაემანზე წასვლის სურვილი უჩნდება.

ეს არის ერთ-ერთი გმირი... ვიცი, არც მე მჯეროდა, რომ ამისგან ლამაზი, მოდური და მიმზიდველი გოგო გამოვიდოდა

ეს არის ერთ-ერთი გმირი... ვიცი, არც მე მჯეროდა, რომ ამისგან ლამაზი, მოდური და მიმზიდველი გოგო გამოვიდოდა

მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო, Plain Jane-ის 8 გადაცემა: http://www.mtv.tv/shows/plain-jane-international/episodes/ enjoy ^^

Advertisements