ტეგები

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

ჩემდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბნელ 90-იანებშიც კი არ ვუსმენდი ქეთი მერკვილაძეს და რუსული ესტრადის ვარსკვლავებს. ნუ არც Pink Floyd-ზე და The Beatles-ზე გავზრდილვარ, მაგრამ რაღაც სასწაულით, ჩემი აზრით, ნორმალური მუსიკალური გემოვნება ჩამომიყალიბდა. ასე, მაგალითად, ჩემი აიპოდის ხშირად მოსმენილი სიმღერების რეიტინგში ლიდერობს Coldplay – Yellow, შემდეგ მოდის The Beatles – Hey Jude, მესამეზეა Boombox – Ta Chto. iTune-ის ბიბლიოთეკაში იმდენად განსხვავებული ჟანრის სიმღერები მაქვს, რთულია კონკრეტული ჟანრის მსმენელს მიმაკუთნო. არსებობს სიმღერები, რომლებსაც ვუსმენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევბში, ისეთებიცაა, რომლებსაც მაშინ ვუსმენ, როცა კონკრეტული სიტუაციის ან ადამიანის გახსენება მინდა, კიდე დებილობები, რომლებსაც დილაობით ვარჯიშისას ვუსმენ, რომ რიტმის შეგრძნება არ დავკარგო.

ღლაპობისას პაპსას კატეგორიულად უარვყოფდი და ცოცხალი თავით არ ვუსმენდი. რამდენიმე წელია გავაცნოებიერე, რომ ბევრი პოპ ჟანრის სიმღერა, განსაკუთრებით 90-იანებში დაწერილები, შესრულების დონით, ხარისხით და მელოდიურობით არ ჩამორჩება მუსიკალური სამყაროს კლასიკად აღიარებულ სიმღერებს. მაგალითად, შინედ ო’კონორის Nothing Compares to You, სილის Crazy, გნალს ბარქლის Crazy… სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ არ შეიძლება სიმღერების ჟანრების და მეგობრების მატერიალური მდგომარეობის მიხედვით არჩევა…

მომავალში აუცილებლად დავდებ ჩემს ფლეილისტებს, მანამდე კი რამდენიმე სიმღერა, რომელსაც რეკომენდაციას ვუწევ:

1. Mat Kearney – Sooner Or Later

თუ თქვენ Coldplay-ის აქტიური მსმენელი ბრძანდებით, აუცილებლად მიამსგავსებთ ამ მომღელის ხმას კრის მარტინისას. ❤

2. Damian Marley – There For You

ეს სიმღერა 2008 წლის ზაფხულში მქონდა ამოჩემებული, შესაბამისად, ბუნებრივია, კარგ მოგონებებს არ უკავშირდება, მაგრამ დემიანს იმდენად ტკბილი ხმა აქვს და სიმღერას ისეთი ტექსტი, რთულია, არ მიეჯაჭვო

ოოოო რა ლამაზიააა :\" title=

ოოო რა ლამაზიააა 

3. Radiohead – Creep

უნივერსიტეტის ეზოში ვმღეროდით (გავკადნიერდები და ხავილს სიმღერას ვუწოდებ) ხოლმე მე და ჩემი მეგობარი, რომელიც გადასარევად უკრავს გიტარაზე. არ ვიცი რა დავამატო, რა გირჩიოთ, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ გენიალური სიმღერაა

Thom Yorke <3

Thom Yorke ❤

4. The Subways – Rock & Roll Queen

ჩემმა ნონემ მიმღერა კონცერტზე ❤ და საერთოდაც ეს ჩემი სამეგობროს სიმღერაა

5. Placebo- Song to Say Goodbye

სასტიკად, სასტიკად, სასტიკად მიყვარს და მინდა, მარტო მე მიყვარდეს, მაგრამ იმდენად კარგი მგონია, რომ მინდა თქვენც გაგიზიაროთ :s

6. Ёлка – Сука Любовь

ჩამთრევი სიმღერა 😐 ბეიბი ვერ იტანს

7. Coolio Featuring L.V. – Gangsta’s Paradise

ეს სიმღერა ყველაზე მძაფრად მახსენებს 90იანებს… მაშინ ტრიალებდა MTV-ზე, ალბათ იმიტომ მიყვარს, რომ ბავშვობას მახსენებს. ფილმიც, Dangerous Minds, არაჩვეულებრივია

8. Kanye West – Stronger

მხოლოდ ერთი ფრაზის გამო: ...that don’t kill me, can only make me stronger

9. Man Down – [Walk off the Earth] Rihanna Cover

ეს ის შემთხვევაა, როცა ქავერი ორიგინალს იმდენად ჯობია, რომ სურვილი გიჩნდება რიანას ურჩიო წავიდეს ჭრა-კერვა ისწავლოს

10. გიგა აგლაძე – ლამაზი დღე

ვბერდები და სენტიმენტალური ვხდები… კიდევ ერთი ბავშვობისდროინდელი მოგონება

მგონი აქ ყველაფერია თითქმის ყველა ჟანრის მოყვარულისთვის. თუ სასწაული მოხდა და ჩემს ჩვილ ბლოგზე შემთხვევით აღმოჩნდით, კომენტარის სახით დაწერეთ თქვენი საყვარელი, საძულველი, ამოჩემებული ან მობეზრებული სიმღერები, ისეთები, რომლებიც გინდათ სხვებმაც გაიგონ და მოისმინონ.

Advertisements