ტეგები

, , , , , , , , , , , , , , , , , ,

ვიცი, რომ მთელი საქართველო და ნახევარი მსოფლიო ოცნებობს საფრანგეთში მოგზაურობაზე, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემზე მეტად ეს არავის უნდა :s ეს არ არის „ყველას უნდა, ესე იგი კაი ტიპობაა და მოდი ბარემ მეც ვიოცნებებ“ სურვილი, 100% გააზრებული და შეგნებული მაქვს, რატომ მინდა მაინცდამაინც საფრანგეთში და არა, დავუშვათ, იაპონიაში. ამ ქვეყანაზე ფიქრი მაბედნიერებს. რომ წარმოვიდგენ პატარა ფრანგულ ქუჩებს, კაფეებს და დილაობით პარიზის სუნს, ვგრძნობ, რომ მუცელში პეპლები დაფრინავენ.

დაახლოებით ორი წელი უნივერსიტეტში ფრანგულს ვსწავლობდი, ახლა დრო არ მაქვს, რომ ნასწავლი გავიხსენო და ცოტა რამე შევმატო, ჰოდა ჩემთვის ფრანგულად ხან ფილმებს ვუყრებ, ხან ვიდეოებს, ხან რაღაცებს ვკითხულობსავით, სადმე ფრანგი თუ გამოვიჭირე და ერთი ორი სიტყვა ვუთხარი ფრანგულად, მერე მთელი დღე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ :))) რამდენიმე თვის წინ მე და ჩემი მეგობრები ავტოსტოპით წავედით მცხეთაში. ჯვრიდან ერთმა მოსკოველმა ქართველმა ჩამოგვიყვანა, რომელსაც თავისი ფრანგი მეგობარი მცხეთის დასათვალიერებლად ყავდა წამოყვანილი. რომ გავიგე, ის კაცი ფრანგი იყო, იმდენი ველაპარაკე, მგონი აწი საქართველოში ფეხს არ ჩამოადგამს. მანამდე, სექტემბერში, თბილისში ჩატარდა ევროპის თასის შესარჩევი თამაშები წყალბურთში Euro cup Tbilisi 2011. ილიაუნიმ, რომელიც ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შემოგვთავაზა თამაშების პერიოდში ჩამოსული გუნდების კოორდინატორობა. მე თბილისში არ ვიყავი, მაგრამ საფრანგეთის Olympic Nice Natation-ის ხათრით პაპანაქება სიცხეში ჩამოვქანდი და იმდენი ვქენი, რომ ფრანგული გუნდის კოორდინატორად დამნიშნეს. ფრანგებს ხომ ყველაფერი ხარისხიანი და კარგი აქვთ, ჰოდა აი ბიჭები ერთადერთი გამონაკლისია! აეროპორტში რომ დავხვდით და არცერთი წყალბურთელი არ მომეწონა, თავს იმით ვიმშვიდებდი, ალბათ ღამე, გამოუძინებელმა ბიჭების გარეგნობა სწორად ვერ აღვიქვი-მეთქი, მაგრამ დღისით საერთოდ უარესები დამხვდნენ, ჰოდა მოკლედ ფრანგ ბიჭებზე ხელი ჩავიქნიე :))) რამდენადაც ლამაზები არიან ფრანგი ქალები, იმდენად არამიმზიდველები – ფრანგი მამაკაცები! not fair

ჩემი რაშები <3 გნებავთ, პონები

ჩემი რაშები

სამაგიეროდ როგორია ფრანგული კინო, მუსიკა, მოდა, სამზარეულო, პირველი ლედი, ენა, დამოკიდებულება ამ ენის მიმართ, ჩაცმის სტილი? რა ვქნა, ყურებამდე ვარ შეყვარებული ყველაფერზე რაც ფრანგულია. მგონია, რომ საფრანგეთში და განსაკუთრებით პარიზში სულ მზე და სითბოა. პარიზში რომ ვცხოვრობდე, ალბათ დილით ადრე ადგომაც არ დამეზარებოდა (რამხელა მსხვერპლია!)

Edith Piaf

Edith Piaf

ჩემი რეკომენდაციების მცირე ნაწილი:

ერთხელ ამას მარშუტკაში ვუსმენდი და თან გულში ვმღეროდი ჰოდა რამდენიმე წუთის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ თურმე გულში არ ვმღეროდი… სასტიკად შემრცხვა… მადლობა ღმერთს მარშუტკა 80 თეთრი გახდა და იმდენი ადამიანი აღარ მგზავრობს, რამდენიც ადრე.

კარლას ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა ❤

ესეც ❤

ძალიან კარგი ფრანგული ფილმი, თუ არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად უყურეთ

ოდრი ტოტუ (და არა ტატუ :\) ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია, ესეც მსუბუქი ფრანგული ფილმი, ოღონდ გემოვნებიანად გაკეთებული

ანა უდავოდ ნიჭიერია, მაგრამ კოკოს როლში მე ოდრი უფრო მომეწონა…

P.S. ჩემი ფრანგულის ლექტორი იტყოდა, შეიძლება ფრანგებს ნებისმიერი რამ დასწამო, ერთადერთი გოიმობას ვერ დააბრალებ ❤

Advertisements