ტეგები

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

მოდა ყველას უყვარს. მეც მიყვარს, ოღონდ რა ვქნა, სუპერ-ექსტრავაგანტულ ფეშენისტებს ვერაფერი გავუგე. ბოლო მოდა კი არა სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი რომ იყოს, ამას ნამდვილად ვერ ჩავიცვამ.

ვივიენ ვესტვუდის სასტიკი ფეხსაცმელები :\" data-filename=

მყავს რამდენიმე ე.წ. Fashion Icon, რომლებსაც ზუსტად ისე აცვიათ, როგორც მე ჩავიცვამდი იმდენი ფული რომ მქონდეს :\ დღეს მოგიყვებით ერთ-ერთ მათგანზე, სიენა მილერზე.

Image
მისი ჩაცმულობა მარტივია და ამავდროულად რთული, ისიც ჩემსავით გიჟდება (როგორი ამბიციური ვარ) ე.წ. ფენებზე, (Layers მაგალითად ერთმანეთზე გადაცმული რამდენიმე მაისური ან სვიტერი), მაკიაჟი და ვარცხნილობა – მინიმალისტური, ყოველდღიურად ის იყენებს ტუჩის საცხს და ტუშს. თმა უმეტეს შემთხვევაში ჩამოშლილი აქვს, ან ძალიან მარტრივად, ყოველგვარი ლოკონების და გირლიანდების გარეშე აწეული. ძალიან უყვარს დიდი ზომის მაისურების, ვიწრო ჯინსების მორგება, სიენას ფეხსაცმელები და ჩანთები რომ მახსენდება, გული მიწუხს, მართალია მის გარდერობში ერთი თუ ორი კოვბოის ჩექმაც მოიპოვება, მაგრამ ეპატიება მგონი, თან ისე იხდენს, შეიძლება, კოვბოის ჩექმაც კი მოგეწონოს.

სიენას ნამდვილი ვარსკვლავური ცხოვრება 2004 წელს დაიწყო Alfie-ში მიღებული როლით, სადაც მას პატნიორობას ჯუდ ლო უწევდა. სწორედ ამ როლმა გაუხსნა კარი მოდის სამყაროსკენ, ის დაპატიჟეს შანელის მაღაზიის გახსნაზე ლონდონში, სადაც შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

Image

საშინლად გამოიყურება და წვეტიანი ჩექმები აცვია, მაგრამ მისი სტილი გარდაიქმნა და დაიხვეწა წლებთან ერთად. სამაგიეროდ, ნახეთ როგორ გამოიყურება 2004 წლის ოსკარის Vanity Fair-ის მიერ მოწყობილ წვეულებაზე.

Image

სიმართლე გითხრათ, არც ამ ლუქზე გავგიჟდი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს ჯერ კიდევ 2004 წელია, დრო როცა სხვა ვარსკვლავები ასე გამოიყურებოდნენ:

Image

რატომ, ჯენიფერ, რატომ?

Image

ენ ჰეტეუეიმ საერთოდ ყველანაირი სიმახინჯის რეკორდი მოხსნა :\ აღარ გავაგრძელებ სხვა ვარსკვლავების ჩამოთვლას, რომ განწყობა არ გაგიფუჭოთ.

2004 წელს სიენა დაინიშნა ლოზე. დაიდეთ გულზე ხელი და აღიარეთ, რომ ასე 2012 წელსაც კი ბევრ ვარსკვლას არ აცვია! თქვენი არ ვიცი და ამ პიჯაკს დიდი სიამოვნებით ვატარებდი…ვარცხნილობასაც, უაზროდ სქელი თმა რომ არ მქონდეს.

გადასარევად გამოიყურება, ვერაფერს იტყვი...

გადასარევად გამოიყურება, ვერაფერს იტყვი…

Image

ამ ლუქით სიენამ სტილის აიქონად დაიმკვიდრა თავი. ალბათ დიდი ქამარი თხელ სარაფანზე და ნეონ სათვალე აქამდე ასე კარგად ვერავინ მოირგო.

Image

ესეც მეთიუ უილიამსის კიდევ ერთი კაბა (2005 წლის ლონდონის მოდის კვირეული). სიენა და მეთიუ ახლო მეგობრები არიან და ამბობენ, სიენა დიდი ხნის მანძილზე მეთიუს მუზა იყოო. ამ ლუქში მომწონს მარტივი ვარცხნილობა და საინტერესო დიადემა ოქროსფერ სამაჯურთან ერთად. ალბათ არასდროს მომივიდოდა თავში რომ ასეთ კაბას შეიძლება ეს აქსესუარები მოუხდეს, მაგრამ სიენას მთელი ხიბლიც იმაშია, რომ განსხვავებული სტილის, მატერიის, ფორმის ნივთებს ერთმანეთს იდეალურად უხამებს. საქართველოშიც დადიოდნენ გოგონები მსგავსი დიადემებით, მაგრამ სიენას იდეა ჩვენამდე დიდი ხნით ადრე მოუვიდა და ჩვენ რომ ამაყად ვატარებდით, მას უკვე დავიწყებული ჰქონდა.

Image

2005 წლის ვენეციის ფესტივალზე მისული სიენა. არ ვიცი რა ვთქვა და დავამატო, აღფრთოვანებული ვარ, ერთ-ერთი საუკეთესო კაბაა რაც კი ოდესმე მინახავს ❤

Image

ესეც 2006 წელი. რა ვქნა, აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, ისევ და ისევ მისი საოცარი “ყნოსვის” გამო. მასიური სამაჯურები ორივე ხელზე და უცნაური ქამრის მსგავსი პიჯაკზე – კონკრეტულად ჩამოთვლა გამიჭირდება, მაგრამ ბევრი დიზაინერის კოლექციაში მინახავს ზუსტად ასეთივე დეტალები. Image

აი სრული ლუქი, ქლოეს ჩექმები აცვია. აი ვარცხნილობას რაც შეეხება…მოდი უბრალოდ გვერდი ავუაროთ ამ საკითხს :s

Image

ფილმ “Factory Girl” პრემიერა დიდ ბრიტანეთზე. ამ Burberry-ს კაბაზე შეიძლება უბრალოდ გაგიჟდე, იკივლო და იხტუნაო, მაგრამ მაინც ვერ გამოხატო, როგორ მოგწონს და გინდა :(არაჩვეულებრივად აქვს შეხამებული აქსესუარები და ბედნიერი ვარ რომ თხელი კოლგოტები არ აცვია

Image

სიენა და ანა ვინტური, ვოგის რედაქტორი, ქალი დრაკონი, რომელზეც გადაღებულია ფილმი The Devil Wears Prada ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) გავლენიანი ქალი მოდის (და არამარტო) სფეროში, ადამიანი, რომელიც მუდამ ყველაფრით უკმაყოფილოა და იშვიათად იღიმის. რა ლამაზია სიენა ამ ფოტოში ❤ რა ლამაზი ბაჩები აცვია ❤ ჰოდა მოეწონა ბატონო ვინტურსაც, რა გასაკვირია.

Image

სიენა დასთან ერთად. მათ ერთად გამოუშვეს ტანსაცმლის ხაზი (Twenty8Twelve-ის სახელით) რომელიც წარადგინეს ლონდონის მოდის კვირეულზე. ამ აუთფითის გამო ალბათ ერთი კვირა განუწყვეტლივ სურამელაშვილის მოსმენასაც ავიტანდი.

Image

სიენა დედასთან ერთად. რა გასაკვირია, რომ სიენას დედასაც არაჩვეულებრივი გემოვნება ჰქონდეს.

ImageImage

ულამაზესი კაბა და კიდევ უფრო ლამაზი ტატუ ❤ ნი ტო ჩტო დრაკონი და ეკალბარდები, პატარა და ლამაზი ტატუ.

Image

მხოლოდ სიენას შეუძლია უბრალო საზღვაო ფლოსტებს მოდური ელფერი შესძინოს

Image

ჯონათან სონდერსის Jonathan Saunders ამ კაბას ალბათ მე არ ჩავიცვამდი (ყველანი ხომ არ ვართ სიენასავით გაბედულები), მაგრამ სიენას ისე უხდება, რომ ალბათ საწოლის წინ დავკიდებდი, რომ დილაობით კაბის ცქერით დავმტკბარიყავი

Image

ლეოპარდის პრინტი (ჩემს ენაზე წიგროვი) სასტიკად არ მომწონს, განსაკუთრებით ფეხსაცმელი, მაგრამ აი შარფზე უარს არ ვიტყოდი ❤

ჩემი ფავორიტი ლუქები:

Image

1. არ ვიცი ეს ბაბუ ვინ არის, მაგრამ სიენა ძალიან კარგად გამოიყურება, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივი აცვია, მაგრამ მაინც როგორი ლამაზია, საქმიანი ❤

ImageImage

2. ისევ ის ბაბუ. როგორ მომწონს ეს ფართხუნა სვიტერი თეთრ მაისურზე, ლეგინსები და კედები. მაგრამ მთავარი დეტალი მთელს ჩაცმულობაში, ვარცხნილობაა, უწესრიგოდ აწეული თმა, რომელსაც ცოცხალი თავით ვერ ვიხდენ :\

ImageImage

3. სასწაული ფეხსაცმელებია, სასწაული! ჯინსებზე და ჩანთაზე კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ არ ვიცი რა დავწერო, რა სიტყვებით გამოვხატო აღფრთოვანება

Image

4. იგივე ჩანთა, რაც წინა ლუქზე. ესეც მისი საყვარელი ლეიერები, ღია ხორცისფერი ნაქსოვი ჯემპრი ნაცრისფერ მაისურზე და სრულიად ჩვეულებრივი პალტო, რომელსაც ასეთი ეფექი ლეიერებმა შესძინა. ფეხსაცმელებიც მომწონს, სულ ოდნავ მაღალი ქუსლი ჰქონდეს, იდეალური იქნებოდა ❤

Image

5. ორი განსხვავებული ტონალობის ყავისფერის არაჩვეულებრივი შეხამება, კოფტა იმდენად მომწონს, რომ მისი გულისთვის ამჯერად მზად ვარ უკვე ორი კვირა ვუსმინო გია სურამელაშვილს

ImageImage

6. ყოვლად გაცვეთილ-მობეზრებული აგები UGGs (და არა უგები) როგორ უხდება, ისე აცვია, ვერც იფიქრებ რომ ეს ის ფეხსაცმელებია, სრულიად საქართველო რომ ატარებს (მე მაინც მიყვარს და ყოველ წელს ერთგულად ვყიდულობ). ძალიან მომწონს ეს მაისურიც (თუ სარაფანი, ვეღარ გავიგე)

Image

7. ეს ერთი ჩვეულებრივი თბილისური ლუქი იქნებოდა, შინდისფერი ჩანთა რომ არ ჰქონდეს. სწორად არის გაკეთებული აქცენტი და ფეხსაცმელები ზუსტად ისეთებია, როგორზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობ და ჯერჯერობით ვერსად წავაწყდი (მე შენ გეტყვი, რომ წავაწყდე ეგრევე ვიყიდი, ზედ ეტყობა რომ უკვდავება ღირს)

ImageImageImage

8. ამ მაისურის დანახვისას თვალებიდან გულები მცვივა

Image

9.შანელ ბრეტონის მაისური, აკეცილ ჯინსზე და სასტიკად კარგ ფეხსაცმელებზე, რომელიც მხოლოდ სიენასნაირ ფეხებს უხდება.

Image

10.რა ვთქვა, რა დავამატო… ჰო, იე ხორცისფერი ფეხსაცმელები ფეხებს ვიზუალურად მართლა აგრძელებს. და ეს ყელსაბამი და შინდისფერი ჩანთა… მოკლედ…

სიენას აშკარად ძალიან უყვარს ეს შინდისფერი პრადა…ნეტა რატო…
აი რამდენიმე ლუქი, რომლებშიც ერთნაირი წარმატებით აქვს ამოყენებული ცნობილი შინდისფერი პრადა.

Image

შუა და მარჯვენა ჩემი ფავორიტები ❤

მომავალში აუცილებად დავწერ სხვე სტილის აიკონებზე ან უბრალოდ ძალიან გემოვნებიან ადამიანებზე, რომლებიც შთამაგონებენ და მიბიძგებენ ბეევრი, ბეევრი ვიფიქრო მოდაზე და სტილზე.