ტეგები

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

მე გაგაცნობთ იმ მოთხოვნების მოკლე სიას, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ ჩაითვალოთ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანად

  1. უნდა იყო ლიბერთარიანელი მიუხედავად იმისა, ამ სიტყვის მნიშვნელობა იცი თუ არა
  2. წაკითხული უნდა გქონდეს კანტი, ჰეგელი, ჰაიდეგერი, ნიცშე, ფროიდი (ამ უკანასკნელზე ვენებს უნდა იჭრიდე), თან ეს ყველაფერი ინგლისურად, თუ არა და ყველაფერს ფასი ეკარგება. არა, ნუ შეშფოთდებით, ეს სხვის დასანახად იშოვეთ ინგლისურენოვანი გამოცემა, ისე კი ვიკიპედიას მიმართეთ მოკლე შინაარსის და ავტორის მინი დოსიეს გასაგებად
    Image
  3. თუ აღმოაჩენთ, რომ ვიღაც უბადრუკს ოშოს „მდოგვის მარცვალი“ წაკითხული არ აქვს, ან ბერტოლუჩის „მეოცნებენი“ არ აქვს ნანახი, ჯერ დამცინავად ჩაიცინეთ, შემდეგ თავი მაღლა ასწიეთ, ცხვირი აიბუზუეთ და ისე ჩაიარეთ, თითქოს you don’t want to live on this planet any more.
    Image
  4. თუ პროგრესულად მოაზროვნე სასატავი კითხულობს „თხა და გიგოს“, მათ რიგებში თავის დასამკვიდრებლად, თქვენც „თხა და გიგო“ თქვენს სამაგიდო წიგნად უნდა აქციოთ
  5. აუცილებლად, ვიმეორებ აუცილებლად უნდა იყოთ ათეისტი, ნუ აგნოსტიკოსი, კაკ მინიმუმ. არც ამ შემთხვევაში მოგეთხოვებათ სიღრმეებში წვდომა.
  6. უნდა იყო ფემინისტი, მაგრამ სამარშუტო ტაქსში წიოკი ატეხო იმის გამო, რომ ვიღაც ვიგინდარამ ადგილი არ დაგითმოთ, თქვენ, გოგოს!
  7. უნდა დასცინო ქალიშვილებს ყველა ქვეყნსა და სექსუალურ თავისუფლებაზე იღაღადო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, სხვის ნახმარს ხომ არ მოიყვან ცოლად? თუ მდედრი ბრძანდებით, თქვენც ასეთივე წარმატებით უნდა არეკლამოთ თავისუფალი სექსუალური ცხოვრება, ოღონდ გათხოვებამდე აპკი უნდა ამოიკემსოთ
  8. ხშირად მოიშველიეთ ფრაზები ვაცლავ ჰაველის ნაშრომებიდან (ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა), ამონარიდები ვუდი ალენის ფილმებიდან, ახსენეთ უნ ხუნ ჩაი ვისუმ ხუხიმი, კაცმა არ იცის ვინ არის, მაგრამ აბა როგორ ჟღერს?
  9. თქვენი საყვარელი ჯგუფი უნდა იყოს Pink Floyd, მაგრამ მათი რეპერტუარიდან მხოლოდ Wish You Were Here უნდა იცოდეთ. კიდევ არის ასეთი „მასთ-ლაიქ“ ჯგუფები, ახლა მეტს ვერ ვიხსენებ
    Image
  10. ტანსაცმელი აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ან რომელიმე ექსკლუზიურ ბუწიკში შეიძინოთ სულის და გულის ფასად. აბა აქ ხომ არ იყიდით, ისიც გეყოფათ, რომ მდაბიოებთან ერთად ერთი ჰაერით სუნთქავთ
  11. უნდა გყავდეთ ბევრი ლგბტ მეგობარი, ოღონდ ჩუმად რა. სახლში არ გაიგონ მაინც…
  12. ხალხის აზრი ფეხებზე უნდა გეკიდოთ, მაგრამ პირსინგი სოფელში წასვლამდე უნდა მოხსნათ
  13. უნდა გქონდეთ ან ჯალიან ჯალიან უნდა გინდოდეთ ტატუუუ, ოღონდ რამე ისეთიიი, არამასიურიიი
  14. iPad  და Kindle  უნდა იყიდოთ უსიკვდილოდ! სხვა თუ არაფერი საზოგადოებრივ ტრანსპორტში მაინც ჩაიკითხავთ წიგნის ერთ-ორ გვერდს ან რომელიმე ძალიან სერიოზულ პროექტზე წაიმუშავებთ, თან სოფლელებს თვალები გადმოსცვივდებათ ამ ორი „ფიცრის“ დანახვაზე. პროგრესულად მოაზროვნე სასტავის თვალში კი ერთიორად ამაღლდებით.
    Image
  15. ჰო, კიდევ არ დაგავიწყდეთ ლიბერალის ყიდვა, თუმცა, ახლა, როცა ლიბერალი აღარ გამოდის, არ ვიცი რა გირჩიოთ, რითი ჩაანაცვლოთ… ა მოვიფიქრე, ახლა იწუწუნეთ, რომ ლიბერალი არ გამოდის და სიგოიმეში და სიბნელეში იხრჩობით
  16. ფეისბუქზე უნდა ატვირთოთ და ალაიქოთ სიშიშვლის ამსახველი ნებისმიერი ფოტო, თქვენთვის ხომ ტრაილერის მძღოლების კაბინაში გაკრული ქალების სიშიშვლეც ესთეტიკაა ❤
  17. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბარი: ღმერთმანი, მან ხომ ინსპირაცია უმბერტო ეკოსგან მიიღო! ეს ძალიან პრივატული საკითხია! სუბლიმაცია მჭირდება! რა ვუყოთ ფეხქვეშ გათელილ სუბორდინაციას?
  18. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე აძაგე პროფილი, ნანუკას შოუ და ა.შ, მაგრამ შენი ფეისბუქის სტატუსი აუცილებსად ამ გადაცემებს უნდა ეხებოდეს

კიდევ გავაგრძელებდი წერას უნიჭიერესი ტუსია ჩხლამფურთაძის წიგნის პრეზენტაციაზე რომ არ მაგვიანდებოდეს. აიფედი თან არ მიმაქვს, თუ დაგჭირდით ხუთივე მობილური ჩართული მექნება და რომელიმეზე შემეხმიანეთ.

Advertisements