ტეგები

, , , , ,

Miranda Priestly: so you don’t read “Runway”?
Andy: no
Miranda Priestly: and before today you have never heard of…me?
Andy: err…no
Miranda Priestly: and you have no style or sense of fashion…
Andy:well…err… i think that depends on what you’re…
Miranda Priestly: no, no! that wasn’t a question!

what a bitch! ისე, ადამიანები რომ უგემოვნობის გამო ისჯებოდნენ, მთელი საქართველო ერთ დიდ იზოლატორში მოვხვდებოდით.

ძალიან, ძალიან რთულია რაღაც სწორად ჩაიცვა, ამიტომ მე გადავწყვიტე, ჩამოვწერო რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ძირითადად რაღაცების არ ჩაცმას ეხება, იმიტომ რომ გარდერობში ყველას გვაქვს სულ მცირე ერთი მოდის და სტილის მკვლელი ნივთი 😀

  1. ფეხსაცმელი: ნუ ჩაიცვამთ თეთრ ფეხსაცმელს, კედები გამონაკლისია. არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რომ თეთრი ფეხსაცმელი მომეწონოს, მოდი თეთრ ჩექმაზე კომენტარს არ გავაკეთებ…მაინც რავიცი… თეთრი ფეხსაცმლის წარმოდგენაზე, აი ეს მელანდება 
  2. ჩაიცვით ე.წ. ბალეტკები ან მინიმუმ 10სანტიმეტრიანი ქუსლი, შუალედური არაახალგაზრდულია და ყურადღებას არ იქცევს. ფეხსაცმელი კი, დამეთანხმებით, ჩაცმულობის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. 
  3. ჩანთა: ჩანთა და ფეხსაცმელი ერთ ფერში უნდა იყოს. ვინ მოგატყუათ? არაჩვეულებრივია, როცა, დავუშვათ, ერთიანად შავ აუთფითთან ნარინჯისფერ ან წითელ ჩანთას ატარებენ
  4. რადგან ჩანთაზე ჩამოვარდა საუბარი, ჩემი უმორჩილესი თხოვნა და რჩევა იქნება, ნუ იყიდით დიდი ბრენდების გაყალბებულ ჩანთებს. აი უბრალოდ ძალიან სასაცილოა ლუი ვიტონებით და ერმეს ბირკინებით გადაჭრელებული თბილისი, მართლა! სასაცილოა და თან საცოდავი. მაგას აჯობებს, შედარებით იაფფასიანი ბრენდების H&M, NEXT, MANGO და ა.შ, პროდუქცია შეიძინოთ. მერწმუნეთ, ყველა ხვდება, რომ თქვენი ლუი ვიტონი ან ბირკინი ყალბია, არ დაიჯეროთ, რომ ამით ვინმეს შურით გახეთქავთ 
  5. ჯინსი: ნუ ჩაიცვამთ შავ შარვალს და თეთრ მაისურს. არაფერი საინტერესო.
  6. შავ ჯინსს ყველაფერზე მეტად ჯინსის ქურთუკი უხდება. ზოგადად ჯინსი და შავი ფერი ერთმანეთისთვისაა შექმნილი.
  7. ნუ ჩაიცვამთ ჯინსის ქურთუკს ჯინსის შარვალზე. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ბრენდის იქნება ქურთუკი ან შარვალი. 

  8. პერანგი: ნუ გაიკეთებთ შარფს პერანგზე. ეს დეტალი განსაკუთრებით მაღიზიანებს ბიჭებზე! პერანგს ჩვეულებრივი მაისურისგან საყელოები და ღილები გამოარჩევს, შარფით ერთიც თუ დამალეთ და მეორეც 1. პერანგის ჩაცმას აზრი ეკარგება 2. ძალიან, აი სასწაულად (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მაინც უნდა გამოვიყენო) გოიმურია.
  9. ზედატანი: მაისური და ჯემპრი შეიძლება, დიდი ზომის იყოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში პატარა! აი პიჯაკი, პერანგი და ქურთუკი აუცილებლად ზუსტი ზომა შეარჩიეთ.

  10. ფრჩხილის ლაქი? მე პირადად უპირატესობას მუქ ლაქებს ვანიჭებ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა გოგო რომ მუქი იასამნისფერი და მუქი ლურჯი ლაქით საზოგადოებაში გამოჩნდება, მალე სიგარეტის მოწევასაც დაიწყებს. ნუ წაისვამთ თეთრ, ჭყეტელა წითელ, ვარდისფერ ლაქებს, კატეგორიული უარი ყვითლის, მწვანისა და ცისფერის გამაღიზიანებელ ტონალობებს. დანარჩენებს მოევლება. რაც შეეხება ე.წ. ფრენჩს, ფრენჩი მაშინაა ლამაზი, როცა თეთრი ხაზი მკაფიოდ არ ჩანს შედარებით სქელი რძისფერი ლაქის ქვეშ, თქვენი არ ვიცი და მე ასეთი უფრო მელამაზება. და კიდევ, გრძელი ფრჩხილი ძალიან ვულგარულია.
    აბა, რომელი ჯობია?

    აბა, რომელი ჯობს?

  11. სამკაულები:  საჭირო არ არის ლუქის გამრავალფეროვნების მიზნით ყველანაირი რკინა-კავეული აისხათ, რაც თქვენს აქსესუარების ყუთში მოიპოვება. აქსესუარებით გადატვირთვას, მერწმუნეთ, უსაყურო-უბეჭდოდ სიარული ჯობია, არ დაგცინებენ მაინც… მითუმეტეს, რომ აქსესუარების შერჩევას დიდი გემოვნება და გამოცდილება სჭორდება. აქსესუარები, რომელთაც ყველაზე აქტიურად ვიყენებ: შარფი, სათვალე და ზღვაზე ყოფნისას სამაჯური, ოღონდ ფეხის. არ ვიცი რა ქვია, ჩემი მეგობარი ფეხმაჯურს ეძახის, რაც აბსურდია, მაგრამ ამ სიტყვაზე მეცინება ხოლმე 🙂 
  12. სათვალე: სათვალე ისეთი პრეტენზიული აქსესუარია, რომ მის შერჩევამდე უამარავ დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაგალითად სახის მოყვანილობას, თავის ზომას (!), ბოლოსდაბოლოს სარკეში რომ ჩავიხედავთ, საკუთარი თავის სათვალეში დანახვა უნდა გვესიამოვნოს. მოდა კი არა, ჯონ ლენონის გაცოცხლების გარანტიით ლენონების ტარება რომ მთხოვონ, ალბათ მაინც არ გავეკარები! კურტ კობეინსაც თუ მიაყოლებენ, ვიფიქრებ 🙂 რეი ბანის ავიატორებისთანა კეთილშობილი სათვალე მეორე არ მეგულება. ერთადერთია მილიონობით სხვადასხვა სტილის სათვალეს შორის, რომელიც ნუ ვერ ვიტყვი რომ ძალიან მიხდება, მაგრამ სხვა სტილის სათვალეებთან შედარებით… ნუ კაი ჰო, მიხდება 🙂
  13. ზოგადი: არასდროს, არასდროს ჩაიცვათ ერთ ფერში. შავი გამონაკლისია. სულ იმაზე ვწუწუნებთ საქართველო ჩაშავებულიაო, მაგრამ შავის ნაცვლად ერთ დღესაც ყველამ რომ ვარდიფერის ჩაცმა გადაწყვიტოს, თავს რამეს ავუტეხავ! თან მგონი პატარა შავი კაბა და შავი „ბალეტკები“ ცუდად არ ჟღერს და მითუმეტეს ცუდად არ გამოიყურება.
  14. დაბალმა გოგომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიცვას გრძელი ქვედაბოლო და დაბალწელიანი შარვლები. ვიცი, რომ მთელი სამყარო ამას ღაღადებს, მეც ერთ ყურში შევუშვებდი და მეორედან ვუშვებდი ამ კონკრეტულ წესს, სანამ ჩემი თვალით არ დავინახე, როგორ შეუძლია დაბალწელიან შარვალს ადამიანს პროპორციები დაუკარგოს და ფეხები დაუმოკლოს, ვიზუალურად, რათქმაუნდა. 

P.S. I’m watching u




Advertisements