ტეგები

, , , , , , , , , , , , , , , , , ,

პირველად გავაცნობიერე, რას ნიშნავს სამსახურით გამოწვეული სტრესი. ბოლო ერთი კვირაა ჩემს თავს ვერ ვცნობ. რაღაც-რაღაცები სამსახურშიც ავურიე, უფროსის უკმაყოფილება დავიმსახურე, რაც ჩემთვის ტრაგედიაა. ამ, დეპრესიულს ვერ ვიტყვი და უფრო სტრესულ ფონზე, ყველა და ყველაფერი ამ ქვეყანაში ჩემს წინააღმდეგ ამხედრდა. არა, საქართველოში რომ მომხმარებლის უფლებები ძაღლის უფლებებზე დაბლა დგას ვიცოდი, ჩემს თავზეც გამომიცდია, მაგრამ ამ ბოლო დღეების განმავლობაში ზედმეტად მგრძნობიარე გავხდი და ყველა, ვინც როგორც კლიენტს აგდებით მომემსახურა, დავცოფე და კარგად გვარიანად მოვუშალე ნერვები. ამ პოსტის დაწერა კი ვივიენის პოსტმა შთამაგონა. მადლობა მას. 🙂

იმდენი თქვენ რა გითხარით

იმდენი თქვენ რა გითხარით

დავიწყებ იმით, რომ მორიგი ბუღალტრული ოპერაციისთვის, (არა, ბუღალტერი არ ვარ) დამჭირდა ბანკში მისვლა, რომ ინტერნეტ ბანკინგის სრული პაკეტი მეყიდა. მაქვს სრული 2 წლიანი მინდობილობა ორგანიზაციის პრეზიდენტისგან, რომელიც მაძლევს თავისუფლებას ვმართო ორგანიზაციის ანგარიში. ჩვენი მინდობილობის გაფორმების დროს, ყოველ შემთხვევაში, ასე იყო, მაგრამ პროკრედიტ ბანკმა გადაწყვიტა, რომ ერთფეროვნება მობეზრდა და შემოიღო ახალი წესი, რომლის მიხედვით, მინდობილობა ყველა ოპერაციაზე არ ვრცელდება თუ მუდმივი არ არის. რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციის პრეზიდენტს თვითონ მოუწევს ბანკში მოსვლა და ინტერნეტ ბანკინგის სრული პაკეტის შეძენა, რაც გამორიცხულია, იმიტომ რომ გრაფიკი წუთებით აქვს გაწერილი და მართლა არ მოიპოვება თუნდაც 20 წუთი ამ იდიოტური პროცედურისთვის. კულტურულად გავლანძღე პროკრედიტ ბანკი და წამოვედი! აი არ მესმის რა დონის აგდებაა, შეცვალო შიდა კანონმდებლობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია შენს ერთ-ერთ კლიენტთან და არ აცნობო! თან უდიდესი აბსურდია თვითონ ეს ახალი წესიც: მე თუ 2 წლიანი მინდობილობით თანხის გატანა შემიძლია, ეს ძღინკიანი ინტერნეტ ბანკინგი რა გახდა? მაგის ყიდვაშიც ბანკი იღებს სარგებელს, 3 ლარი შესდით მომსახურების ყოველ თვე! სუ კლიენტების წვალების მოყვარულები ვიძახე და წამოვედი!

იუსტიციის სამინისტროს გასაგონად ვამბობ: ეგ დოკემენტი კი არა დოკუმენტია და იქნებ სანამ მომხმარებელს SMS-ს გაუგზავნით, გადახედოთ ხოლმე :*

იუსტიციის სამინისტროს გასაგონად ვამბობ: ეგ დოკემენტი კი არა დოკუმენტია და იქნებ სანამ მომხმარებელს SMS-ს გაუგზავნით, გადახედოთ ხოლმე :*

ახლა მეორე პრობლემა: სასწრაფოდ დამჭირდა პასპორტი. მივქანდი სამოქალაქო რეესტრში და დაჩქარებული წესით სამ დღეში პასპორტის დამზადება შევუკვეთე. გადავიხადე 150 ლარი, რომელიც ხიდან არ მომიწყვეტია და იმიტომ არ გადამიხდია, რომ ბევრი ფული მაქვს და არ ვიცი რაში დავხარჯო. ჰოდა სანამ პასპორტის გატანის ისტორიას მოვყვები, მინდა აღვნიშნო, რომ ამ სტუქტურაში ყველაზე ცუდი მომსახურება აქვთ! ყველაზე ცუდი! ჯერ ერთი თვითონ შენობა არის მახინჯი და სიძველის ელფერი დაჰკრავს. სულ იმის ბრალია, ერთ საათში რომ არემონტებენ ვინმესთვის სანახებლად. უამრავი ადამიანი ირეოდა, ცუდი სუნი იყო და ცხელოდა. გამიშვეს ფოტოკაბინაში. მე ვთხოვე, პირველად ვიღებ და იქნებ დამეხმაროთ, რომ რამე არ ამერიოს-მეთქი. არა კაცო, ინსტრუქცია წერია და მაგის მიხედვით ადვილად გაიგებო. -შენ ჭკვიანი გოგო ხარ, ყველაფერს გაიგებ-დავიწყნარე თავი და შევედი. დავიწყე ინსტრუქციის მიხედვით მოქმედება, თითქმის ბოლომდე ჩავედი და მერე აღმოვაჩინე, რომ იქვე მეორე ინსტრუქციაცაა, და ყველაფერი პირველი ინსტრუქციის საპირისპიროდ წერია. აი აქ გავბრაზდი და გავუვარდი თანამშრომლებს, იქნებ მოხვიდეთ და დამეხმაროთ, ხომ ხედავთ რომ ორი ინსტრუქცია წერია-მეთქი. როგორც აღმოჩნდა, პირველით უნდა მესარგებლა და რა თქმა უნდა ეს უნდა დამსიზმრებოდა, აბა თანამშრომლები ხომ არ შეიწუხებდნენ თავს?! დავჯექი და ნახევარსაათიანი ფოტოსესია მოვიწყვე, იმიტომ რომ არცერთი ფოტო არ აკმაყოფილებდა რაღაც ჯანდაბა სტანდარტს. რიგირთი მომხმარებლები მეხმარებოდნენ, თან არცერთი არ ერკვეოდა ამ საკითხი, სახლში კი არ გვიდგას ფოტო-კაბინები! ჰოდა აი აქ უკვე მართლა გავგიჟდი და მივუვარდი ერთ-ერთ თანამშრომელს. თურმე, აღმოჩნდა, რომ ფოტოში შუბლი უნდა მიჩანდეს, რომელიც მე არ მიჩანს ე.წ. ჩოლკების გამო! მეთქი მერე ეს არ უნდა გეთქვათ, ნახევარი საათია ვწვალობთქო. ყურიც არ შეიბერტყა, მოვბრუნდი ჩემს კაბინაში და იმაზე დავიწყე ფიქრი,როგორ ამეწია “ჩოლკა” ისე, რომ ცირკის პუდელს არ დავმსგავსებოდი და თან პასპორტშიც ნორმალური ფოტო მქონოდა. ყველა სიკეთესთან ერთად იმ დღეს წვიმდა და ისე დავსველდი, რომ თმას შარფით ვიშრობდი და იროკეზივით მადგა 😦 მოკლედ დიდი წვალების, კლიენტების დახმარების წყალობით სურათი გადავიღე. პასპორტიც შევუკვეთე, ლიბერთი ბანკის უჟმურ თანამშრომელს 151 ლარი გადავუხადე და წამოვედი იმ იმედით რომ მესამე დღეს ავიღებდი და პრობლემას ამოვწურავდი. მაგრამ გუშინ რომ მივედი პასპორტის გასატანად, აღმოჩნდა, რომ რაღაც პროგრამა გაითიშა, უკვე 3-4 საათია არ მუშაობს და არც იციან როდის ჩაირთვება. მე კიდევ იმ დღეს 2 საათზე პასპორტის ასლი რომ არ გამეგზავნა ერთგან, დიდი პრობლემები შემექმნებოდა. მართლა და ამ 150 ლარის გადახდა კი არ მიხაროდა, უბრალოდ მინდოდა პასპორტი ხუთშაბათს ამეღო და არა პარასკევს! დავგესლე თანამშრომლები, ევროსტანდარტებზე რომ გაქვთ პრეტენზია, იქნებ ჯერ რამე სათადარიგო პროგრამა შექმნათ, რომელიც ასეთ შეფერხებას არ გამოიწვევს-მეთქი. კიდე აქეთ ჩხუბობდნენ, რა ჩვენი ბრალია, გაითიშაო. მეთქი ჩემი მითუმეტეს რა ბრალია, მე რომ ვადაგასული პასპორტის გამოცვლა დამიგვიანდეს, ხომ დამაჯარიმებენ უკვდავებით? ეგ ხომ ჩემი ბრალი იქნება? ამ ქვეყანაში არასდროს არაფერი მომსახურე პერსონალის ბრალი არ არის, ყველაფერში დამნაშავეა კლიენტი! ჩვენ არაფერი გვეპატიება, მათ_ყველაფერი! ბოლოს ჩაირთო პროგრამა და პირველს მე გამატანეს პასპორტი, რომ დებოში არ ამეტეხა, ისედაც უკმაყოფილო იყო ხალხი.

ამას არასდროს გაპატიებ ხორხე!

ამას არასდროს გაპატიებ ხორხე!

და ბოლოს, კავკასუს ონლაინი ვიფრინე! აქაც ანალოგიურად, 30 ლარს იმიტომ ვიხდი, რომ მინდა კარგი ინტერნეტი მქონდეს. გვერდის ჩატვირთვას თუ ხუთი წუთი დასჭირდა, ავიღებ 15 ლარიან პაკეტს და თავს იმით მაინც დავიწყნარებ, რომ ფასის შესაფერისი მომსახურება მაქვს! დავრეკე და რა თქმა უნდა ეგეც ჩემი ბრალი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ინტერნეტიან კომპიუტერში XP წერია და არა ვინდოუს 7. არადა ვინდოუს 7-ზეც ძალიან ჭედავდა! მოკლედ მათთან კამათს უბრალოდ აზრი არ ჰქონდა, ამასობაში ანგარიშიც ამომეწურა, იმიტომ რომ მობილურიდან ვრეკავდი და გამწარებული დავჯექი ამ პოსტის საწერად!

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დღეიდან აღარ ვაპირებ აგდებაზე თვალის დახუჭვას. არ შემეცოდება ადამიანი, თუ ჩემ გამო გაათავისუფლებენ სამსახურიდან, იმიტომ რომ მე რომ მივდივარ მაგთის ოფისში (ეს კიდევ ერთი ძველი შემთხვევაა, რომელზეც ხმა არ ამომიღია), გამწარებული ვეკითხები ერთი და იმავე კითხვას 4 ოპერატორს და არცერთი არ მპასუხობს, იმიტომ რომ დოდოს გოგოს ამბების გარჩევით არიან დაკავებულები, უბრალოდ დამაცირებელია! აღარ მოვითმენ და დავწერ რიფორთს, იმიტომ რომ ასეთი თანამშრომლები კომპანიას არცხვენენ!!!

კლიენტი ყოველთვის მართალია (ნუ, თითქმის ყოველთვის)

კლიენტი ყოველთვის მართალია (ნუ, თითქმის ყოველთვის)

Advertisements