ტეგები

, , ,

გადავახტები იმ ნაწილს, ბლოგის მიტოვებისთვის ბოდიშებს რომ იხდიან ხოლმე და პირდაპირ გადავალ ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის სასიამოვნო თემაზე — 5 ივნისს თბილისში Deep Purple ჩამოდის სხვა საკმაოდ სერიოზულ და წარმეტებულ ბენდთან ერთად. ვიცი, ძალიან ორიგინალური თემაა და დარწმუნებული ვარ ამაზე არაფერი დაწერილა და არც დაიწერება, მაგრამ მაინც 🙂 მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც, როგორც კი გაიგებენ, რომ რომელიღაც X ჯგუფი ან მომღერალი ჩამოდის, მომენტალურად მისი/მათი გადარეული ფანები ხდებიან. გნებავთ, სუ გოიმი მეძახეთ, მაგრამ Open Air-ის სტუმარი ჯგუფებიდან მხოლოდ Deep Purple, The Subways, Infected Mushroom, Tricky და Kid Jesus ვიცი… აქედან, Deep Purple-ს დიდი ხანია ვუსმენ და მარტო Soldier of Fortune-ის გამო არ მიყვარს… The Subways — მათი მხოლოდ Rock n’ Roll Queen ვიცი და მიყვარს, ადრეც დამიწერია პოსტი ამ საკითხზე. Infected Mushroom — მხოლოდ ორი სიმღერა ვიცი, მაგრამ ის იმდენად მაგარია, რომ ნამდვილად ღირს სულაც ამ ორი სიმღერის გამო წასვლა. Tricky-ს მუსიკალურ კარიერას საერთოდ არ ვიცნობ, მე ის მეხუთე ელემენტში შესრულებული როლით მახსოვს. აი Kid Jesus უბრალოდ გამიგია, მაგრამ მათი ნახევარი სიმღერაც კი არ ვიცი 🙂

http://www.youtube.com/watch?v=ZwCeP3JuUFY 

ახლა მე მოგიყვებით რა მოლოდინები მაქვს 5 ივნისთან დაკავშირებით:

პირველი და მთავარი დაბრკოლებაა დილემა — ღირს თუ არა 40 ლარზე ძვირადღირებული ბილეთის ყიდვა? როგორც გავიგე, 40 ლარიანი ბილეთი დაახლოებით ის პონტია, აი, გარეთ რომ იდგები, ხმას მაინც გაიგებ და ვერაფერს დაინახავ. თუმცა, ეჭვი მაქვს, სიტუაცია ისე აირევა, დედა შვილს არ აიყვანს ხელში, არათუ ბილეთების ფასების და კატეგორიების გარკვევის თავი ექნება ვინმეს. ამიტომ, ისევ 40 ლარიან ბილეთს შევიძენ. ალბათ მომიწევს სალაროსთან წინა ღამით კარავი დავცე, რომ როგორმე ბილეთი შემხვდეს 😐

——————————————————————————————————-

ამ პოსტის წერა 18 მარტს დავიწყე. უკვე 26 დეკემბერია. თემაც არააქტუალური და რა მოსატანია შობასთან, მაგრამ მოდი, ბარემ, დავასრულებ.

მოკლედ, როგორც ვვარაუდობდი, 40 ლარიანი ბილეთი შევიძინე. ჩემი ვარაუდი ასეთივე წარმატებით გამართლდა და “დედა შვილს არ აიყვანს” სიტუაციაც გადასარევად ვიწინასწარმეტყველე. შედეგად, Deep Purple-ის გამოსვლის შემდეგ, 200 ლარიან ზონაში შევძვერით მე და ჩემი მეგობრები და ზუსტად სცენის წინ აღმოვჩნდი. Infected Mushroom-ის გამოსვლის დრო იყო და თავს ვერ ვაპატიებდი, ახლოდან რომ არ მენახა. ძალიან სიმპატიურია ამიტ დუვდევანი, Infected Mushroom-ის ერთ-ერთი წევრი. ფეხის წვერებზე ვიდექი რომ მისი ნახვით დავმტკბარიყავი. ხმის ჩახლეჩამდე ვიჩხავლე მათი Saeed და Pink Nightmares.

http://www.youtube.com/watch?v=Cxov0BQ2fpE

http://www.youtube.com/watch?v=by4Hk6afgAQ

ბევრი ვიხტუნავე. ვიკივლე, არც წივილი დამიკლია. მოკლედ, ენერგია ბოლომდე დავხარჯე. ჰო, ალბათ ყველამ იცის, რომ Deep Purple-ის შემდეგ კონცერტზე დამსწრეთა 80% წავიდა და დავრჩით მარტო ისინი, ვისაც გულწრფელად გვინდოდა დანარჩენების მოსმენა. და როცა უკვე თრიქის გამოსვლის დრო დადგა, ეგ 20%-იც კი არ იყო დარჩენილი, ალბათ, 100 ადამიანი დაბობღავდა სტადიონზე. ჰოდა ძალიანაც კარგი რომ ასე მოხდა, თორემ თრიქისთან სცენაზე ხომ ვერ მოვხვდებოდით? მოკლედ, თრიქი კაიფში იყო და ფეხები გაჩაჩხა, მანამ არ ვიმღერებ, სანამ ხალხი სცენაზე არ ამოვაო. არა, რაც კარგია, კარგია, ვერ დაუკარგავ. ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება ემოცია და სულ გავიხსენებ, როგორ დავეჯახე თრიქის სცენაზე და როგორ მოვუხადე ბოდიში, არადა ხალხი ზედ ახტებოდა და ლოშნიდა :)) დაახლოებით ნახევარი საათი დავყავით სცენაზე 20-ამდე ადამიანმა. ბოლოს ისე გაგვიტკბა, რომ კინაღამ სტენკა დავდგი მანდ, მაგრამ ამოვიდა აჩიკო გულედანი და ძალიან კულტურულად მიგვაბრძანა სცენიდან. ახლაც მეცინება რომ მახსენდება ჩემი ღობეზე გადაბობღება 🙂 კაცმა არ იცის ვის და რამდენჯერ გადავუარე და ბოლოს მაინც მოვხვდი სანატრელ სცენაზე. ჰო, უნდა აღვნიშნო, რომ თრიქი ძალიან გამხდარია -_- ძვალი და ტყავია დარჩენილი და ეს ძალიან არ მომწონს -_- თუმცა ახლოდან რომ დავინახე, მაშინვე 90იანების ბოლო-2000 დასაწყისი და ტკბილი ბავშვობა გამახსენდა. ეჰ…

სულ ეს იყო. კეთილი იყოს ჩემი დაბრუნება ბლოგზე

Advertisements