მოკლედ: ჩემს მოქალაქეობრივ ვალად მიმაჩნია დერზკეეე ნაროდეეეეს და მეტროში მზის სათვალეებიანი ადამიანების გონს მოყვანა. (ჩემს მისიონერულ სიაში კიდევ უამრავი ტიპის ადამიანი შედის, უბრალოდ აქ მაგალითად ყველაზე მწვავეები მოვიყვანე). არ ვიპარავ სხვის პოსტებს და ჩემი ბლოგი არის ზუსტად ისეთი, როგორსაც თავისუფალ დროს მე თვითონ სიამოვნებით წავიკითხავდი . ცნობიერების ტიპოლოგიასა და წმინდა გონების კრიტიკაზე ინფორმაციის მისაღებად აქ ნუ შემოხვალთ, აზრი არ აქვს…რავიცი…
უყურე შენ?! 🙂
როგორ მიდის მერე შენი მოქალაქეობრივი ვალის მოხდის ამბავი?
გამოდის რამე?
ეს კითხვა პირდაპირ მტკივნეულ ადგილზე დაბიჯებაა 😀 ჯერჯერობით ვერავინ დავუბრუნე საზოგადოებას, მაგრამ დაუღალავად ვიღწვი 😀
მთავარია ხელი არ ჩაიქნიო 😉
აჰ, გეკადრება? 😀
უჰ! აფერუმ შენ ქალობას! :*
მშვენიერია.
“ვიღწვი” კი არა, -ვიღვწი. ღვაწლი :> ჰო, ეს ისე, არ შემეძლო არ დამეწერა, ისე კაი ტიპი ჩანხარ ^ ^
უიჰ, ჰო სწორი ხარ, ნახევარი საათია ჩემთვის ვიმეორებ ვიღწვი_ვიღვწი და ბოლოს ჩავწვდი რაშია საქმე 😀 ფუჰ, აქამდე ამას არ დავკვირვებივარ, არადა დაახლოებით ისეთია რომ დააბრეხვო ავღნიშნავო
მადლობა, მე შენი ბლოგი მომეწონა ;;)
ნწ, ავღნიშნავ განსხვავებული შემთხვევაა, აქ არის ღვაწლი, ანუ თანხმოვანთა შემდეგი თანმიმდევრობა ღვწ, შესაბამაისად ამავე თანმიმდევრობით – ვიღვწი. წარმატებებს გისურვებ, მეც მომეწონა შენი ბლოგი. უფრო მომეწონებოდა ანონიმური ბლოგერი რომ აღარ იყო და პროფილის ბეიჯი გქონდეს ჩასმული :*
ჰო, ვიცი, რომ განსხვავებული შემთხვევაა, უბრალოდ, ნერვები მეშლება, როცა ავღნიშნავს ამბობენ და წარმოვიდგინე შენ როგორ მოგეშლებოდა 😀 ანონიმურობას რაც შეეხება, ალბათ ოდესმე მართლა ჩავსვამ პროფილს. ანონიმური ბლოგი იმიტომ არ მაქვს, რომ ხალხს ვახვეწნინო, უბრალოდ ამ ეტამპზე მართლა ასე მირჩევნია :))))
მომწონს ბლოგიც, შინაარსიც, დიზაინიც და წერის მანერაც.
სოფო, ძალიან დიდი მადლობა, ჯერ დამწყები ვარ და შეიძლება ბევრი რამე გამოსასწორებელია, ასე რომ შენიშვნებსაც ვიღებ :)))
!! მომწონს
მადლობა, მე შენი ბლოგი მომეწონა ;;)
: )
ყველაზე მეტად ამის წაკითხვა მიყვარს ხოლმე,მოლოდინმა გაამარლა 😀
დიდი მადლობა ^^ ჩემი საწყალი ბლოგი… როგორ დავივიწყე, თქვენმა კომენტარმა გამახსენა, რომ არსებობს 😀
წმინდა მარადონას კურთხევით გააგრძელეთ წერა,სულ რომ არავინ წაიკითხოს,მინიმუმ 1 მკითხველი გეყოლება ჩემი სახით 😀 ასე რომ ავიღოთ კალმები,ამ შემთხვევაში კლავიატურა და ვწეროთ 😀
ეს ე.წ. დედლაინები რომ არსებობდეს, კლავიატურას არ გავაგდებდი ხელიდან 😦
დედლაინი რა საჭიროა,მაგის გარეშე უფრო თავისუფლად წერ. 🙂