სიენა მილერი – My Style Icon

ტეგები

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

მოდა ყველას უყვარს. მეც მიყვარს, ოღონდ რა ვქნა, სუპერ-ექსტრავაგანტულ ფეშენისტებს ვერაფერი გავუგე. ბოლო მოდა კი არა სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი რომ იყოს, ამას ნამდვილად ვერ ჩავიცვამ.

ვივიენ ვესტვუდის სასტიკი ფეხსაცმელები :\" data-filename=

მყავს რამდენიმე ე.წ. Fashion Icon, რომლებსაც ზუსტად ისე აცვიათ, როგორც მე ჩავიცვამდი იმდენი ფული რომ მქონდეს :\ დღეს მოგიყვებით ერთ-ერთ მათგანზე, სიენა მილერზე.

Image
მისი ჩაცმულობა მარტივია და ამავდროულად რთული, ისიც ჩემსავით გიჟდება (როგორი ამბიციური ვარ) ე.წ. ფენებზე, (Layers მაგალითად ერთმანეთზე გადაცმული რამდენიმე მაისური ან სვიტერი), მაკიაჟი და ვარცხნილობა – მინიმალისტური, ყოველდღიურად ის იყენებს ტუჩის საცხს და ტუშს. თმა უმეტეს შემთხვევაში ჩამოშლილი აქვს, ან ძალიან მარტრივად, ყოველგვარი ლოკონების და გირლიანდების გარეშე აწეული. ძალიან უყვარს დიდი ზომის მაისურების, ვიწრო ჯინსების მორგება, სიენას ფეხსაცმელები და ჩანთები რომ მახსენდება, გული მიწუხს, მართალია მის გარდერობში ერთი თუ ორი კოვბოის ჩექმაც მოიპოვება, მაგრამ ეპატიება მგონი, თან ისე იხდენს, შეიძლება, კოვბოის ჩექმაც კი მოგეწონოს. Continue reading

Advertisements

Dream no.1 საფრანგეთი

ტეგები

, , , , , , , , , , , , , , , , , ,

ვიცი, რომ მთელი საქართველო და ნახევარი მსოფლიო ოცნებობს საფრანგეთში მოგზაურობაზე, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემზე მეტად ეს არავის უნდა :s ეს არ არის „ყველას უნდა, ესე იგი კაი ტიპობაა და მოდი ბარემ მეც ვიოცნებებ“ სურვილი, 100% გააზრებული და შეგნებული მაქვს, რატომ მინდა მაინცდამაინც საფრანგეთში და არა, დავუშვათ, იაპონიაში. ამ ქვეყანაზე ფიქრი მაბედნიერებს. რომ წარმოვიდგენ პატარა ფრანგულ ქუჩებს, კაფეებს და დილაობით პარიზის სუნს, ვგრძნობ, რომ მუცელში პეპლები დაფრინავენ. Continue reading

სურათი

მუსკალური გემოვნება

ტეგები

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

ჩემდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბნელ 90-იანებშიც კი არ ვუსმენდი ქეთი მერკვილაძეს და რუსული ესტრადის ვარსკვლავებს. ნუ არც Pink Floyd-ზე და The Beatles-ზე გავზრდილვარ, მაგრამ რაღაც სასწაულით, ჩემი აზრით, ნორმალური მუსიკალური გემოვნება ჩამომიყალიბდა. ასე, მაგალითად, ჩემი აიპოდის ხშირად მოსმენილი სიმღერების რეიტინგში ლიდერობს Coldplay – Yellow, შემდეგ მოდის The Beatles – Hey Jude, მესამეზეა Boombox – Ta Chto. iTune-ის ბიბლიოთეკაში იმდენად განსხვავებული ჟანრის სიმღერები მაქვს, რთულია კონკრეტული ჟანრის მსმენელს მიმაკუთნო. არსებობს სიმღერები, რომლებსაც ვუსმენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევბში, ისეთებიცაა, რომლებსაც მაშინ ვუსმენ, როცა კონკრეტული სიტუაციის ან ადამიანის გახსენება მინდა, კიდე დებილობები, რომლებსაც დილაობით ვარჯიშისას ვუსმენ, რომ რიტმის შეგრძნება არ დავკარგო. Continue reading

Plain Jane

ტეგები

, , , , , , , , ,

 

როცა დრო თავზე საყრელად მაქვს და აღარ ვიცი რაში გავფლანგო, თავს Plain Jane-ით ვიქცევ… ადრე დავწერე ერთ-ერთ რუსულ გადაცემაზე, რომლის ორ სეზონს სულმოუთქმელად, ორ დღე-ღამეში ვუყურე…ცოტა დააკლდა და სახლიდანაც გამაგდებდნენ.
Plain Jane-ს რაც შეეხება, ადრე ნახსენები რუსული გადაცემის  მსგავსად გმირის ტრანსფორმაციაზეა ორიენტირებული, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ გადაცემის  გმირები მხოლოდ ახალგაზრდა გოგონები არიან (რუსულში კიდე ზოგი ისეთი გადაღძუებული გამოერეოდა, ყურების სურვილიც მეკარგებოდა). Plain Jane-ის გმირები მოუვლელი, მუდამ ჩრდილში მყოფი გოგონები არიან. თითოეულ მათგანს ყავს ეგრეთ წოდებული crush, ანუ ჩუმად, თავისთვის არის შეყვარებული რომელიმე ადგილობრივ კუნთიან ხიხოზე (მე პირადად არცერთი crush არ მომეწონა :\).

კარგი ხარ, გოგო, ლუიზა

კარგი ხარ, გოგო, ლუიზა

აქ ლამაზია <3 არადა ზოგჯერ ისეთები აცვია, სიცოცხლის ხალისი წაგერთმევა

აქ ლამაზია ❤ არადა ზოგჯერ ისეთები აცვია, სიცოცხლის ხალისი წაგერთმევა

გადაცემის წამყვანი, ლუიზ  რო Louise Roe (რომელსაც სასტიკად გამაღიზიანებელი ბრიტანული აქცენტი აქვს) ტელეფონით უთანხმდება ბიჭს blind date-ზე (ბოდიშს ვიხდი ამდენი უცხო სიტყვისთვის, მაგრამ მგონი ინგლისურად უფრო გასაგებია, ვიდრე გადმოქართულებული), რომელიც ითარგმნება, როგორც ბრმა პაემანი და მთელი ფილოსოფია იმაშია, რომ ბიჭმა არ იცის ვის შეხვდება ერთი კვირის შემდეგ, ანუ ვინ არის მასზე საიდულოდ შეყვარებული :რამანწიკა: ჰოდა ამ ერთი კვირის მანძილზე საინტერესო რამეები ხდება, ხშირ შემთხვევაში ტრანსფორმაცია შოკისმომგვრელია და რომანტიულ ვახშამზე მისულ ბიჭს, რომელიც მანამდე იმ გოგოს ვერ ამჩნევდა, მეორე პაემანზე წასვლის სურვილი უჩნდება.

ეს არის ერთ-ერთი გმირი... ვიცი, არც მე მჯეროდა, რომ ამისგან ლამაზი, მოდური და მიმზიდველი გოგო გამოვიდოდა

ეს არის ერთ-ერთი გმირი... ვიცი, არც მე მჯეროდა, რომ ამისგან ლამაზი, მოდური და მიმზიდველი გოგო გამოვიდოდა

მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო, Plain Jane-ის 8 გადაცემა: http://www.mtv.tv/shows/plain-jane-international/episodes/ enjoy ^^